მთავარი

ხელშეკრულებები ნორმატიული აქტები ტარიფები ბ/გაზის მოცულობა  განაცხადის ტიპიური ფორმები
 
სს ,,ენერგოკავშირი”, რომელიც დაფუძნებულია გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 20 ოქტომბერს №1/5-53 დადგენილებით, არის სემეკის ბუნებრივი გაზის უვადო ლიცენზიანტი, რომლის სამოქმედო არეალს წარმოადგენს თბილისი, მუხიანის დასახლება და გლდანის მე-ვ,ვჳ,ვჳჳ და ვჳჳჳ მიკრორაიონები.
 
სს ,,ენერგოკავშირი” არის ღია სააქციო საზოგადოება, რომლის აქციონერებიც რეგისტრირებულნი არიან სს ,,კავკასრეესტრში”, მის: თბილისი, ვაჟა ფშაველას 71, მე-10 ბლოკი, მე-7 სართული, ტელ:(+99532) 2 500 211
 

სს ,,ენერგოკავშირი”-ს ფაქტიური მისამართი, თბილისი, მუხიანის დასახლება ჳ მ/კ; კორპუსი-5 

 
მედიასაშუალებები: ტელეკომპანია იმედი და რუსთავი 2
ინფორმაცია მისაწოდები ბ/გაზის შესახებ ქვეყნდება გაზეთში ,,საქართველოს რესპუბლიკა”
აკრედიტებული ლაბორატორია: შ.პ.ს ,,ყასტრანსგაზი-თბილისი” მეტროლოგიის განყოფილება, მის: თბილისი, მიცკევიჩის 18ა
 
>>>სს "ენერგოკავშირი”-ს გენერალურ დირექტორს 2019 წლის 26 აგვისტოს #12/40 ბრძანებით, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის მისაწოდებელი 1 კუბური მეტრის ბუნებრივი გაზის ღირებულება განისაზღვრა ერთი ლარით და ხუთი თეთრით (დღგ-ს ჩათლით), ვადის გადაცილების შემთხვევაში ერთი ლარით და ათი თეთრით (დღგ-ს ჩათვლით).

 

>>>საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის, ,,ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ” სემეკის 2005 წლის 30 დეკემბრის #30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, #22 დადგენილებით, 2021 წლის 1 ივლისიდან სს ,,ენერგოკავშირი”-ს საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის მისაწოდებელი კუბურ მეტრი ბუნებრივი გაზის ტარიფი განისაზღვრა დღგ-ს გარეშეჶ 48.978 თეთრით, (მიწოდება 35.838თ. ტრანსპორტირება 1.895თ. და განაწილება 11.245თ.) დღგ-ს ჩათვლით 57.794 თეთრით. ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან და მოსახლეობის მძიმე სოციალური ფონიდან გამომდინარე, სს ,,ენერგოკავშირი”-ს მმართველმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება, მოგების მინიმალიზაციის ხარჯზე დაწიოს ტარიფი 55.5 თეთრამდე. ტარიფი შეიძლება გაიზარდოს, სემეკის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობამდე 57.794 თეთრამდე, რაც დამოკიდებული იქნება დოლარის კურსზე და ფასთა სხვაობაზე. გამომდინარე იქიდან, რომ ბუნებრივი აირის შესყიდვა მომწოდებელი კომპანიიდან ხდება დოლარის კურსის მიხედვით.
არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს

>>>მომწოდებელი კომპანიის მიერ, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის მისაწოდები ბუნებრივი გაზის ღირებულების, 1000 კუბ.მეტრზე 20 დოლარით, გაზრდის გამო, 2022 წლის 1 ივნისიდან გაიზრდება გაზის ტარიფი 5 თეთრით. გთხოვთ, 2022 წლის 13 მაისიდან 30 მაისამდე მობრძანდეთ საზოგადოების ოფისში ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად.

არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის მისაწოდები ბუნებრივი გაზის ტარიფი 01.07.2022 წლიდან

>>>მომწოდებელი კომპანიის მიერ, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის მისაწოდები ბუნებრივი გაზის ღირებულების 1000 კუბ. მეტრზე 35 დოლარით გაზრდის გამო, 2022 წლის 1 ივლისიდან გაიზრდება გაზის ტარიფი 10 თეთრით.გთხოვთ, 2022 წლის 13 ივნისიდან 30 ივნისამდე მობრძანდეთ საზოგადოების ოფისში ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად.

ჩამოტვირთე შეტყობინება#37
ჩამოტვირთე ბრძანება #15/87 , 19.12.2022 წლის დადგენილება #69
ჩამოტვირთე ბრძანება #14/10 და დადგენილება #22

ჩამოტვირთე წესდება

ჩამოტვირთე: აქციონერთა საერთო კრება

ჩამოტვირთე: უსაფრთხოების წესები
მეორე მოწვევის კრება
მესამე მოწვევის კრება
ეროვნული ბანკი
 
WEB: www.energokavshiri.ge      
E-Mail: info@energokavshiri.ge      
Tel: (+99532) 264-28-69